

ინდუსტრიის ყველაზე ზუსტი და საიმედო ლაზერული RTK გადაწყვეტა.
SDi წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას გეოსივრცულ ტექნოლოგიებში; ის უპრეცედენტო სიზუსტეს და ეფექტურობას გთავაზობთ.
SDi-ში ჩაშენებული ლაზერული მოდული დამატებითი რეალობის (AR) დაკვალვის ტექნოლოგიით გეხმარებათ აზომოთ რთულ გარემო პირობებში, ძნელად მისადგომი წერტილები.


დიდი ზომის მიმღები სენსორი, გადმოღებილია ტაქეომეტრის მანძილგანზომვის ტექნოლოგიიდან. SDi-ს შეუძლია მიიღოს კოორდინატები იმ წერტილზე, სადაც ლაზერს გაისვრით, 5 მეტრ დისტანიაზე 2 სმ სიზუსტით და 10 მეტრ დიტანციაზე 3 სმ სიზუსტით.


არსებობს ადგილები, რომლებიც რთულად მისადგომია და გაზომვის პროცესში თავის ტკივილად იქცევა ხოლმე, ასეთი წერტილების მაგალითებია გადატვირთული გზები, მდინარის მეორე ნაპირზე მდებარე ტერიტორიები, ღობის შიგნით არსებული ობიექტები და წერტილები ხიდის ან შენობის ქვეშ სადაც სატელიტური სიგნალი ვერ აღწევს და არ გვაქვს ფიქსი.
ზუსტად ასეთი გარემო პირობებისთვის შექმნა SDI-ის ლაზერული მიმღები თავისი (LaserFix) გადაწყვეტილებით, ის საუკეთესო გამოსავალია მსგავსი სირთულეების გადასაჭრელად.

EDM წარმადობით და გაძლიერების ავტომატური კონტროლის ფუნქციის საფუძველზე SDi ადაპტირდება სხვადასხვა ინტენსივობის სინათლეზე და უზრუნველყოფს საიმედო გაზომვას 70 მეტრ მანძილამდე.

უნიკალური ალგორითმის და მოწინავე IMU (დახრის სენსორი) ტექნოლოგიის დახმარებით, SDI-ის შეუძლია 5 მეტრის მანძილზე გაზომოს წერტილები 2 სმ-ს სიზუსტით.

დისტანციური დაკვალვის ტექნოლოგია ლაზერის მეშვეობით, SDI-ის ერთ-ერთი უნიკალური ფუნქციაა.

მანძილის, რეფლექციის ინტენსივობა და ლაზერის მუშაობის სხვა პარამეტრების ჩვენება და განახლება მიმდინარეობს რეალურ დროში და აისახება კონტროლერზე.


ჩვენს მაღალი გარჩევადობის კამერას აქვს შეუდარებელი უპირატესობა ბნელ გარემოში მუშაობისას, სხვა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით.
არ აქვს მნიშვნელობა დაკვალვას ვახორციელებთ თუ ლაზერით აზომვას (LaserFix) ვიყენებთ, SDi მკაფიო და ნათელ გამოსახულებას გვაძლევს, რაც ნებისმიერი აზომვის მაღალი სიზუსტით შესრულებაში გვეხმარება.





SDI-ში ჩაშენებული 2 კამერა დამატებითი რეალობის (AR) დაკვალვის ტექნოლოგიის სიზუსტეს საგრძნობლად აუმჯობესებ. სწორედ ეს არის STEC fusionAR მე-2 თაობის დამსახურება.
თავდაპირველად წინა კამერა გვიჩვენებს მიმართულებას და მანძილს დასაკვალ წერტილამდე, და როცა სასურველ წერტილს მიუახლოვდებით საქმეში ერთვება ქვედა კამერა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ზუსტ დამიზნებას დასაკვალ წერტილზე. ამ ფუნქციის ჩართვას შესაბამის ღილაკზე თითის მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით შეძლებთ.


EZtilt-ის 2.0 ვერსია აღჭურვილია განახლებული IMU სენსორით და გაუმჯობესებული ალგორითმით, რომელიც სპეციალურად არის მორგებული LaserFix-ზე.
უფრო სწრაფი ინიციალიზაცია.
უკეთესი სიზუსტე და საიმედოობა.
დახრის გაორმაგებული კუთხე, შესაძლებელს ხდის მიიღოთ ფიქსი 120°-მდე დახრის შემთხვევაშიც კი.