
მზად ხართ განიცადოთ სასწაული, როცა ხელსაწყოს ზომა კომბინირდება საქმის ეფექტურობასთან?
წლის ყველაზე საინტერესო, ვაშლის ზომის, მიმღები: SE Lite. როდესაც გრავიტაცია შეეწინააღმდეგა იდეას, გამარჯვება იდეას დარჩა და STEC-მა წარადგინა სრულფასოვანი GNSS მიმღები SE Lite, რომელიც საოცრად კომპაქტურია.
SE Lite არის უახლესი GNSS მიმღები, რომელიც შთაგონებულია ინდუსტრიის წამყვანი იდეებით და ტექნოლოგიებით, ის მომხმარებელს სთავაზობს სიზუსტის, სიმარტივის და ეფექტურობის სრულყოფილი ბალანსს, სხვადასხვა რთულ გარემო პირობებში ნებისმიერი გეოდეზიური სამუშაოს შესასრულებლად.

satelituri warmadoba


ZENIT-ის ალგორითმის წყალობით SE Lite-ს შეუძლია თვალყური ადევნოს ყველა თანამგზავრს და მიიღოს საოცრად სწრაფი ფიქსაციის სიჩქარე, თუნდაც ხეების სქელი საფარის ქვეშ ან მაღალი შენობების გვერდით. მაქსიმალური სიზუსტის უზრუნველსაყოფად თითოეული აზომვის დროს კოორდ ინატი ორჯერ მოწმდება.

vaSlis zoma
SE Lite-ის გასაოცრად მცირე ზომა, მხოლოდ 108მმ სიგანე და 82მმ სიმაღლე, საშუალებას გაძლევთ მოათავსოთ იგი ჯიბეში ან პატარა ზურგჩანთაში.


რადიო ანტენის გაუმჯობესებული დიზაინი რომელიც მდებარეობს SE Lite თავზე, უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემა/მიღების უკეთეს ხარისხს და გადასცემს მონაცემებს უფრო დიდ მანძილზე. ანტენის გაუმჯობესებულმა დიზაინმა იმოქმედა მის სწრაფ და მარტივ მონტაჟზე, შესაძლებელია მისი მომენტალური დამაგრება და მოხსნა.
S-Link 2W გამომავალი რადიო სიმძლავრით უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხო და სტაბილურ გადაცემას 15 კმ მანძილამდე.


EZtilt ტექნოლოგია ამარტივებს და სასიამოვნოს ხდის გაზომვას. პროცესის დროს საჭირო არ არის კალიბრაცია და ინიციალიზაცია. ფიქსის მიღებიდან რამდენიმე წამში თქვენ EZtilt წერტილების გაზომვის რეჟიმში მოხვდებით, რაც საშუალებას მოგცემთ გაზომოთ წერტილები სწრაფად, მარტივად და საიმედოდ 60°-მდე დახრის დიაპაზონში.