SmartViewer

ალბათ ყველაზე იდეალური სპეციალიზებული GNSS მიმღები ბაზარზე, რომელიც დაფუძნებულია AR დაკვალვის ტექნოლოგიაზე.
SmartViewer შემოკლებით - SV1 არის უახლესი GNSS მიმღები, რომელიც შთაგონებულია ინდუსტრიის წამყვანი იდეებით და ტექნოლოგიებით, ის მომხმარებელს სთავაზობს სიზუსტის, სიმარტივის და ეფექტურობის სრულყოფილი ბალანსს, სხვადასხვა რთულ გარემო პირობებში ნებისმიერი გეოდეზიური სამუშაოს შესასრულებლად.

74მმ
1 ღილაკი, 2 LED ინდიკატორი,
ბატარეიის LED ინდიკატორი




128მმ
740გრ
კამერა
მაგნიუმის შენადნობის კორპუსი
Type-C USB
SIM სლოტი
რადიო ანტენის პორტი
IP68 დაცვა

satelituri warmadoba


ZENITH ალგორითმის მეშვეობით, ჩვენ SV1-ს შეუძლია თვალყური ადევნოს ყველა თანამგზავრს და მიიღოს საოცრად სწრაფი ფიქსაციის სიჩქარე, თუნდაც ხეების სქელი საფარის ქვეშ ან მაღალი შენობების გვერდით. მაქსიმალური სიზუსტის უზრუნველსაყოფად თითოეული აზომვის დროს კოორდინატი ორჯერ მოწმდება.


FusionAR არის, უნიკალური, დამატებითი რეალობის AR დაკვალვის ტექნოლოგია, რომელიც კოორდინაციას უწევს კამერებს, როგორც კონტროლერზე, ასევე მიმღებზე. როცა დაკვალვის წერტილიდან მოშორებით ხართ, კონტროლერში ინტეგრირებული კამერა გაჩვენებთ ზოგად მიმართულებას წერტილისაკენ, ხოლო როცა წერტილიდან რამდენიმე ნაბიჯი გაშორებთ კონტროლერი შეუფერხებლად გადაერთვება მიმღების ქვეშ მოთავსებულ კამერაზე, რაც წერტილზე უფრო ზუსტ და სწრაფ დამიზნებას უზრუნველყოფს.



EZtilt ტექნოლოგია ამარტივებს და სასიამოვნოს ხდის აზომვას. პროცესის დროს საჭირო არ არის კალიბრაცია და ინიციალიზაცია. ფიქსის მიღებიდან რამდენიმე წამში თქვენ EZtilt წერტილების გაზომვის რეჟიმში მოხვდებით, რაც საშუალებას მოგცემთ გაზომოთ წერტილები სწრაფად, მარტივად და საიმედოდ 60°-მდე დახრის დიაპაზონში.


S-Link პროტოკოლის მეშვეობით, ჩაშენებული 2W UHF Rx/Tx რადიო მოდემით SV1 მიმღები, უზრუნველყოფს მაღალი ეფექტურობითა და ენერგიის დაბალი მოხმარებით, მონაცემთა უსაფრთხო და სტაბილურ გადაცემას 15 კმ-ის მანძილზე.

SPOS
SPOS (STEC პოზიციონირების სერვისი) არის მსოფლიო მასშტაბის კორექტირების სერვისი, რომელიც დაფუძნებულია ზუსტი წერტილის პოზიციონირების (PPP) ტექნოლოგიაზე, კორექციის სიგნალს იღებს L-band თანამგზავრებიდან, როგორიცაა BEIDOU PPP და Galileo HAS PPP. SPOS ტექნოლოგია გაძლევთ საშუალებას მიაღწიოთ მაღალ სიზუსტეს მხოლოდ ერთი როვერის მეშვეობით, როცა საბაზისო მიმღები (ბაზა) ან CORS-ის სერვისი მიუწვდომელია. SPOS ტექნოლოგია არის თქვენი იდეალური გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს და ეფექტურობას.

umaRlesi dacva wylisa da mtvrisgan
წყლისგან და მტვრისგან დაცვის ყველაზე მკაცრი IP68 სტანდარტის შესაბამისად, SV1-ს შეუძლია გაძლოს წყალქვეშ 1მ სიღრმეზე, მინიმუმ 1 საათის განმავლობაში, ჩართულ მდგომარეობაშიც კი.